Available languages: SA   BG   CAT   CZ   NL   FR   GE
DE   IT   LT   NO   PT   RO   ES   UK

საერთაშორისო რეაგირების ჯგუფები

უსაფრთხოების და ინციდენტზე რეაგირების ჯგუფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ. მათი ფუნქციონირების მთავარი მიზანია დაეხმარონ კომპიუტერის მომხმარებლებს მათ მოწყობილობებზე განხორციელებულ თავდასხმებზე განმკლავებაში. დღევანდელ დღეს საკმაოდ ბევრ ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი რეაგირების ჯგუფები, რომლებიც, ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე, მომხმარებელთა დაცვის მიზნით ფოკუსირებას აკეთებენ კონკრეტულ ინციდენტებზე. ყველა ქვეყნის მთავრობას ჰყავს ეროვნული რეაგირების ჯგუფები, რომელთა დაარსების მთავარი მიზანია გაუმკლავდნენ მასიურ და სპეციალიზებულ თავდასხმებს მოსახლეობაზე, ორგანიზაციებზე და ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე. მაგალითად, ფიშინგთან დაკავშირებულ თავდასხმასთან გამკლავება.

TI მხარს უჭერს მათ წარმატებულ თანამშრომლობას

2000 წელს ევროპაში დაარსდა „TI სერვისი“ (Trusted Introducer Service), რათა ხელი შეეწყო მსოფლიოში არსებული რეაგირების ჯგუფების თანამშრომლობისთვის, რაც გამოიწვევდა მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ზომების გაზრდას და სწრაფად უპასუხებდა ამა თუ იმ შეტევებს. სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ჯგუფების თანამშრომლობა საშუალებას იძლევა სწრაფად გაუმკლავდნენ რეალურ შეტევებს და ახალ საფრხეებს. TI სერვისი გვთავაზობს დამატებით სპეციალიზებულ სერვისებს ყველა კომპიუტერული უსაფრთხოების ჯგუფისათვის. TI ინახავს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით არსებული ჯგუფების და მათი შესაძლებლობების შესახებ. მონაცემთა ბაზა მოიცავს ინფორმაციას ამა თუ იმ შეტევასთან გამკლავების შესახებ და წარმოაჩენს შესაძლებლობებისა და სიმწიფის დონეს.

აღმოაჩინეთ თქვენი გამკლავების ჯგუფი

TI თავის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ მოანცემთა ბაზით სრულიად უსასყიდლოდ. მონაცემთა ბაზაში გაერთიანებულია ყველა ჯგუფი, რომელიც TI-ს სერვისშია გაწევრიანებული. სასურველი ჯგუფის მოძებნა შესაძლებელია მათი ტიპის, სტატუსის ან ქვეყნის მიხედვით. TI-ში ჩამოთვლილი ჯგუფებიდან ყველა მათგანს არ ევალება საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. ეს ვალდებულება ეკისრებათ TI-ში აკრედიტებულ ან სერტიფიცირებულ წევრებს.

TI-ში გაწევრიანება

თუკი თქვენ წარმოადგენთ უსაფრთხოების ან ინციდენტზე რეაგირების ჯგუფს, რომელიც TI-ს მონაცემთა ბაზაში გვხვდება, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი ჯგუფის შესახებ უახლესი ინფორმაცია. თუკი თქვენ ხართ ჯგუფი, რომელიც ჯერ არ არის შეყვანილი TI-ს მონაცემთა ბაზაში, გირჩევთ დარეგისტრირდეთ. თუკი თქვენ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის, რეაგირების ჯგუფების, სერვისების შესახებ და აგრეთვე თუ როგორ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან, კლიენტებთან, კოლეგებთან, კრიტიკულ ინფორმაციული სისტემების სუბიექტებთან და ა.შ. დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე ti@trusted-introducer.org!

Events